 
          
           
             კომპიუტერული მეცნიერება
           
           
კურსდამთავრებულს მიენიჭება აკადემიური ხარისხი - კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი
სწავლების ენა - ქართული/ინგლისური
საბაკალავრო
პროგრამის „კომპიუტერული
მეცნიერება“ მიზანს წარმოადგენს გამოუშვას კურსდამთავრებულები, რომლებიც:
 - იქნებიან კომპიუტერული
     მეცნიერების პროდუქტიული, პასუხისმგებელიანი სპეციალისტები, რომლებიც
     შესძლებენ კვლევებს და/ან დაპროექტების ჩატარებას, პროგრამების შექმნას,
     განვითარებას ან მხარდაჭერას კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა სფეროში;
- შესძლებენ
     ინფორმატიკის სფეროში კომპიუტერული მეცნიერების ეთიკის და სოციალურ პრობლემების
     აღქმა-გააზრებას, როგორც პროფესიონალი, თავისი მოვალეობის შესრულებისას;
- გააგრძელებენ
     კომპიუტერულ მეცნიერებაში ახალი ტექნოლოგიების შესწავლას უნივერსიტეტის შემდგომი
     პროფესიული თვითგანათლების გზით.
სასწავლო პროგრამის შედეგები:
- კომპიუტინგის რთული პრობლემების ანალიზი და კომპიუტინგის პრინციპების სხვა შესაბამისი დისციპლინების გამოყენება გადაწყვეტილებების განსასაზღვრავად;
- კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შემუშავება, განხორციელება და შეფასება მოცემული ამოცანის კომპიუტინგის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად პროგრამის დისციპლინის კონტექსტის შესაბამისობაში;
- ქმედითიანი კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ კონტექსტში;
- პროფესიული პასუხისმგებლობის აღიარება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება იურიდიული და ეთიკური პრინციპების საფუძველზე;
- გუნდის წევრის ან ლიდერის მოვალეობის ქმედითი შესრულება, პროგრამის შესაბამისი დისციპლინის ფარგლებში;
- კომპიუტერული მეცნიერებების და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საფუძვლების გამოყენება კომპიუტინგზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
პროგრამის შემადგენელი კომპონენტებისა და კრედიტების განაწილება
- 130 ECTS - კომპიუტერული მეცნიერების საგნები
- 30 ECTS - მათემატიკური საგნები
- 20 ECTS - საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნები
- 30 ECTS - ზოდაგი განათლება
- 30 ECTS - თავისუფალი არჩევითი
პროგრამის სრული აღწერაპროგრამაში სტუდენტების ჩარიცხვის სტატისტიკა
 
  | სასწავლო წელი | პროგრამაზე ჩარიცხულები | პროგრამის კურსდამთავრებულები | გოგონები | ვაჟები | 
 
  | 2024-2025 | 328 | 10 | 5 | 5 | 
 
  | 2023-2024 | 313 | 67 | 20 | 47 | 
 
  | 2022-2023 | 258 | 81 | 18 | 62 | 
 
  | 2021-2022 |   252 
    | 84 | 22 | 62 | 
 
  | 2020-2021 | 247 | 65 | 10 | 55 | 
 
  | 2019 -2020 | 203 | 69 | 9 | 60 | 
 
  | 2018-2019 | 184 | 99 | 16 | 83 |